Tag Archives: მოწევა ორსულობის პერიოდში

მოწევა ორსულობის პერიოდში

ბიულეტენი ,,სამედიცინო მედიის დაიჯესტი, N3, ნოემბერი, 2009 წ.

კვლევამ აჩვენა, რომ პრენატალურ პერიოდში თამბაქოს კვამლის ზემოქმედება ზრდის ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ყდჰს) განვითრების რისკს. ყდჰს განვითარების ნევროლოგიურ-ქცევითი დარღვევაა, რომელიც იწყება ბავშვობის ასაკში და ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი, ჰიპერაქტივობა და ცუდად მართვადი იმპულსურობა. კვლევის შედეგებმა, ასევე, გამოავლინა, რომ ტყვიის ზემოქმედებაც იწვევს ბავშვებში ყდჰს-ის განვითარების რისკის მატებას. მევნიერების გამოთვლით, ორივე ფაქტორის ზემოქმედების მოცილებით შესაძლებელია 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ყდჰს-ის შემთხვევათა 35%-ით შემცირება.

Read More