Tag Archives: პარკინსონიზმი

გერსტმან – შტრაუსლერ – შეინკერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გერსტმან – შტრაუსლერ – შეინკერის სინდრომი – თავის ტვინის დაზიანების მემკვიდრეობითი ვარიანტი, რომელიც დაკავშირებულია პათოლოგიური ცილის დაგროვებასთან. ვლინდება საშუალო ასაკში პროგრესირებადი ნათხემოვანი ატაქსიით, რომელსაც თან ერთვის პარკინსონიზმი, ჰიპერკინეზები, პარეზები, სმენის დაქვეითება, მხედველობის ნერვის ატროფია. ლეტალობა დგება 5 – 7 წლის განმავლობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

პარკინსონიზმი

პარკინსონიზმი parkinsonism

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პარკინსონიზმი ქრონიკული დაავადება, რომელიც განპირობებულია ქერქქვეშა განგლიებში კატექოლამინების მეტაბოლიზმის დარღვევით; ვლინდება აკინეზიით, კუნთების ტრემორითა და რიგიდულობით.

პარკინსონიზმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადება ვითარდება მრავალი სხვადასხვა მიზეზის შედეგად, რომლებიც მოქმედებენ ქერქქვეშა განგლიებზე: ენზიმური სტრუქტურების პირველადი უკმარისობა, ინტოქსიკაციები, მათ შორის წამლისმიერი (ნეიროლეპტიკები, რეზერპინი, დოპეგიტი), ენცეფალიტები, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის სიმსივნეები. ამჟამად განსაკუთრებით ხშირად გვხვდება იდიოპათიკური ფორმა და წამლისმიერი პარკინსონიზმი. აღინიშნება კატექოლამინების შემცველობის შემცირება კუდიან ბირთვში და შავ სუბსტანციაში, რაც იწვევს ექსტრაპირამიდული სისტემის დისფუნქციას.

Read More