კამბიუმი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამბიუმი – (cambium ლათ.cambium – შეცვლა, განახლება) მცირედდიფერენცირებული უჯრედების ერთობლიობა რომელიმე ქსოვილის შემადგენლობაში, რის ხარჯზეც მიმდინარეობს მისი უჯრედული შედგენილობის განახლება ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენერაციის დროს. კამბიუმი – ქსოვილოვან ეტაპზე სპეციალიზებული უჯრედების წარმოქმნის წყაროა, განვითარების დიდი პოტენციის მქონე მცირედდიფერენცირებული უჯრედებია. მას ახასიათებს ცხოველმყოფელობის ვეგეტატიური მხარე (გამრავლება, ზრდა) და