Tag Archives: სიელმის

გერვიგ – მაჟანდის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გერვიგ – მაჟანდის სიმპტომი – (K. H. Hertwig გერმ. ფიზიოლოგი; F. Magendie, ფრანგ. ნევროპათოლოგი) შეძენილი სიელმის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ხასიათდება თვალების თავისებური მდებარეობით, რომლის დროსაც ერთი თვალი მობრუნებულია ქვევით და შიგნით, ხოლო მეორე – ზემოთ და გარეთ. დამახასიათებელია, რომ თვალების დისოცირებული მდებარეობა შენარჩუნებულია მზერის ნებისმიერი მიმართულების დროს.

Read More

ამბლიოპია დისბინოკულური

ამბლიოპია დისბინოკულური – მხედველობის დაქვეითება ხილული ანატომიური ან რეფრაქციული ცვლილებების გარეშე. ეტიოლოგია. ბინოკულური მხედველობის დარღვევა შეუღლებული სიელმის დროს. პათოგენეზი. ცენტრალური მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ფიქსაციის ხშირი დარღვევა. სათვალით მხედველობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. აღნიშნული დარღვევები თანდათანობით იძენენ სულ უფრო მყარ, რიგ შემთხვევებში შეუქცევად ხასიათს. ობიექტურად რაიმე ცვლილებები გარდამტეხი გარემოსა და თვალის ფსკერის მხრივ არ აღინიშნება. დიაგნოზი

Read More