Tag Archives: სისხლისა

ეფექტორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეფექტორი – 1. ეფექტორული ორგანო, ადამიანისა და ცხოველის ყველა ორგანო (მაგ., კუნთები, ჯირკვლები), რომლებიც თავისი მოქმედებით უზრუნველყოფს ორგანიზმის საპასუხო რეაქციას შინაგან და გარეგან გაღიზიანებაზე. ეფექტორი რეფლექსური რკალის საბოლოო რგოლია. ნერვული სისტემის მოქმედება ორგანიზმის ამა თუ იმ რექციის დროს გაპირობებულია ეფექტორით. რეფლექსური აგზნების გარდა შესაძლებელია ეფექტორის უშუალო ამოქმედებაც

Read More

გულმკერდის ღრუ

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გულმკერდის ღრუ – სხეულის ღრუს ზედა ნაწილი. მუცლის ღრუდან გამოყოფილია დიაფრაგმით. გულმკერდის ღრუშია სასუნთქი გზები, ფილტვები, საყლაპავი მილი, გული, მკერდუკანა ჯირკვალი, ბრონქული და ლიმფური კვანძები. გადის სისხლისა და ლიმფური ძარღვები და ნერვები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა