Tag Archives: ტერმინის

გაავთვისებიანება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაავთვისებიანება – (არარეკომენდებული ტერმინი; სინ.: ავთვისებიანად გარდაქმნა) ნორმალური ან პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის, ასევე კეთილთვისებიანი სიმსივნის მიერ ავთვისებიანი სიმსივნის თვისებების შეძენის პროცესი, რომელსაც საფუძვლად უდევს უჯრედთა პროლიფერაციისა და დიფერენციაციის დარღვევა; უფრო სწორია ტერმინის ,,მალიგნიზაციის” ხმარება. გაფრთხილება!  

ანკილოსტომიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანკილოსტომიდოზი – ანკილოსტომიდებით გამოწვეული ინვაზიური დაავადება. ამ ტერმინის ქვეშ აერთიანებენ ორ ავადმყოფობას – ანკილოსტომოზსა და ნეკატოროზს. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი