Tag Archives: უჯრედში

აქრომატული თითისტარა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აქრომატული თითისტარა – (fuscus achromaticus) უჯრედის გამყოფი აპარატი, რომელიც შედგება ორი ტიპის სუსტად ღებვადი ცილოვანი ძაფებისაგან. ზოგიე­რთი მათგანი უწყვეტად მიდის მიტოზით გაყოფადი უჯრედის ერთი პოლუსიდან მეორისაკენ, აერთიანებს რა ასეთნაირად ორი უჯრედის ცენტრის ცენტრიოლებს. სხვა აქრომატული ძაფები, რომლებსაც ზოგჯერ ქრომოსომულებს უწოდებენ, აერთებს ცენტრიოლებს ქრომო­სომების ცენტრომერებთან. ეს ძაფები მონაწილეობს

Read More

ანაბოლიზმი უჯრედის

ანაბოლიზმი უჯრედის – (anabolismus cellulae ბერძნ.anabole – აღმართი) უჯრედის მეტაბოლიზმის ერთ – ერთი მხარე, რომელიც უჯრედში ორგანული ნივთიერებების ასიმილაციის (ათვისების, დაგ­როვების, სინთეზის) გამომწვევ ნივთიერებათა ცვლის რეაქციების ერთობ­ლიობაა (იხ.ანაბოლიზმის საპირისპირო – კატაბოლიზმი ). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .