Tag Archives: მდგომარეობაზე

შტეინ – ლევენტალის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინ – ლევენტალის სინდრომი – ორივე საკვერცხის გადიდება მათი კაფსულის გასქელებითა და ფოლიკულის ცისტოზური ატრეზიით. ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰირსუტიზმით, სიმსუქნით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით. სინდრომს საფუძვლად უდევს  თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ანდროგენების ჭარბი პროდუქცია, რომლებიც გარდაიქმნებიან ესტროგენებად. ესტროგენების ჭარბი რაოდენობა ცვლილებას ახდენს  ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქციურ მდგომარეობაზე,

Read More

ფსიქოჰიგიენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოჰიგიენა – ფსიქიატრიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის გარემო პირობების ფაქტორებსა და პირობებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ფსიქიკურ განვითარებაზე და მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, და შეიმუშავებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განმტკიცების რეკომენდაციებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სიზმარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიზმარი – (ფსიქოლოგია) სუბიექტურად განცდილი წარმოდგენა, უპირატესად მხედველობითი მოდალობისა, რომელიც რეგულარულად წარმოიქმნება ძილის დროს, ძირითადად ,,სწრაფი”ძილის ფაზაში. სიზმრის შინაარსი და ემოციური შეფერილობა, პიროვნების ,,მონაწილეობის” ხარისხი საკუთარ სიზმრებში დაკავშირებულია ,,სწრაფ” ძილში ფიზიკური გადახრების ინტენსივობით. ,,სწრაფი” ძილისათვის დამახასიათებელი თავის ტვინის ქერქის აქტივაცია შედარებით მეტადაა გამოხატული მარჯვენა ნახევარსფეროში, რაც შეესაბამება

Read More

რენოგრაფია რადიოიზოტოპური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენოგრაფია რადიოიზოტოპური – (ლათ. Ren თირკმელი + grapho წერა, გამოსახვა) თირკმელების ფუნქციის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც მდგომარეობს რადიაქტიური ნივთიერების შემცველობის უწყვეტ გრაფიკულ რეგისტრაციაში ცალკ – ცალკე, თითოეულ თირკმელში, მისი ინტრავენურად შეყვანის შემდეგ. რადიაქტიული ნივთიერებად გამოყენებულია რადიოფარმაცევტული პრეპარატები; მათი გამოყოფის  სიჩქარე  წარმოდგენას გვაძლევს ასევე საშარდე გზების მდგომარეობაზე. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ოქლოტელესუგესტია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოქლოტელესუგესტია – (ფსიქოლოგია) (ბერძ. “ochlos” – ბრბო, ლათ. “suggestum” – შთაგონება) პირის ზემოქმედება, რომელიც გადასცემს ინფორმაციას ტელევიზიით, მისი მიმღები ინდივიდების ინტელექტუალურ – ემოციურ მდგომარეობაზე, მისი ცვლილების მიზნით, მათი ნებისა და ამ ინფორმაციის კრიტიკული გაცნობიერების გარეშე. რამდენადაც ოხლოტელესუგესტიას ექვემდებარება არა ცალკეული ინდივიდი, არამედ მრავალი ადამიანი, ამდენად მათი რეაქცია

Read More