Tag Archives: მონელების

ტრიქოსტრონგილოიდოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიქოსტრონგილოიდოზი – (trichostrongyloidosis) ჰელმინთოზი ნემატოდოზების ჯგუფიდან; ხასიათდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით. გამომწვევის წყაროა ბალახისმჭამელი ცხოველები; ადამიანის დასნებოვნება ხდება ლარვის გადაყლაპვით წყალთან, საკვებთან ერთად. ტრიქოსტრონგილოიდები  ინერგებიან წვრილი ნაწლავის ლორწოვანში, იწვევენ საჭმლის მონელების დარღვევებს, ალერგიულ რეაქციებს, ენტერიტის და გასტროენტერიტის განვითარებას. ავადმყოფები უჩივიან  გულისრევას, შეკრულობას, ან ფაღარათს, ტკივილს მუცელში,

Read More

რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა – რეს, მაკროფაგული სისტემა, მაკროფაგების, ე. ი. ისეთი უჯრედების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ ორგანიზმში მოხვედრილი მიკროორგანიზმების, უცხო ნაწილაკებისა და თვით დაშლილი უჯრედების შეტაცების, შთანთქმის, დაგროვებისა და მონელების, ე. ი. ფაგოციტოზის უნარი (შდრ. მიკროფაგები). რეს – ს შეადგენენ რეტიკულური ქსოვილის, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლის უჯრედების ნაწილი

Read More