Tag Archives: ჩანასახი

გასტრულა

გასტრულა – (ბერძნ.gaster – კუჭი) გასტრულაციის პერიოდში განვითარებადი ორგანიზმია. ლანცეტაში გასტრულა ორშრიანი ფია­ლის მსგავსია, რომლის შრეებს შორის ნაპრალისებრი სივრცე ბლასტო­ცელის ნარჩენია. გასტრულას შიგნითა ღრუ – გასტროცელი გარემოს­თანაა დაკავშირებული ბლასტოპორის – (blastoporus), ანუ პირველადი პირის მეშვეობით. უმაღლეს ხერხემლიანებში გასტრულას აქვს სამშრიანი აგებულება. მასში არჩევენ ჩანასახოვან ფურცლებს: გარეთა – ექტოდერმას, შუა – მეზოდერმას და შიგნითა – ენდოდერმას.

Read More

გასტროცელე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გასტროცელე – (gastrocoelia ბერძნ.gaster – კუჭი, coilia – ღრუ) გასტრულის სტადიაზე განვითარებადი ჩანასახის ღრუ. სინ.გასტრულის ღრუ. შემდგომში გასტროცელი გარდაიქმნება შუა ნაწლავის ღრუდ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)გასტროცელე – (gastrocele; გასტრო – + ბერძ. kele შესიება, გამობერვა) კუჭის კედლის გამობერვა მისი

Read More