Tag Archives: ამილოიდოზი

ჰიპოპროტეინემია

ჰიპოპროტეინემია – სისხლში ცილის შემცველობის დაქვეითება (60 გ/ლ ქვევით). აღინიშნება ორგანიზმიდან მისი ჭარბად გამოყოფის (ნეფროზული სინდრომი გლომერულონეფრიტის დროს, ამილოიდოზი, შაქრიანი დიაბეტი), მისი არასაკმარისი სინთეზის დროს (ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი), ასევე შიმშილობისა და სხვ. მდგომარეობების დროს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

ჰიპოალბუმინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოალბუმინემია – სისხლის შრატში ალბუმინების შემცველობის შემცირება. აღინიშნება ნეფროზული სინდრომის (გლომერულონეფრიტი, ამილოიდოზი, შაქრიანი დიაბეტი), ღვიძლის უკმარისობის (ღვიძლის ციროზი, ჰეპატიტი), შიმშილობის, რბილი ქსოვილების მნიშვნელოვანი დაზიანებების დროს (დამწვრობა, აბსცესები), ასევე თირკმელების უკმარისობის და სხვ. დაავადებების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა