Tag Archives: ბიოგენურ

სელენი

სელენი – (Selenium, Se) მენდელეევის პერიოდული სისტემის VI ჯგუფის ელემენტი; მიეკუთვნება ბიოგენურ მიკროელემენტებს. სელენი და მისი ნაერთები წარმოადგენენ საწარმოო შხამებს და ახასიათებთ მნიშვნელოვანი პროფესიონალური მავნეობა. სელენის რადიააქტიულ იზოტოპს იყენებენ მედიცინაში კუჭქვეშა ჯირკვლის სცინტიგრაფიისათვის. ფართო გამოყენება აქვს სელენს ნახევარგამტარების, ფოტოელემენტების, თერმოელემენტების წარმოებაში. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნახშირბადი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნახშირბადი – (ლათ. Carboneum), C, მენდელეევის პერიოდული სისტემის IV ჯგუფის ელემენტი, ატომური ნომერი 6, ატომური წონა 12, 011. მისი ძირითადი კრისტალური მოდიფიკაციებია ალმასი და გრაფიტი. ჩვეულებრივ პირობებში ქიმიურად ინერტულია. ნახშირბადი წარმოადგენს ბიოგენურ ელემენტს; მისი ნაერთები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ მცენარეული და ცხოველური ორგანიზმების ცხოველქმედებაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More