Tag Archives: ელენთა

ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

სპოროტრიქოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპოროტრიქოზი – (sporotrichosis; სინ.: ბერმან – გუჟეროს დაავადება, სპოროტრიქოზული ლიქენი) ქრონიკული ღრმა მიკოზი, რომელიც აზიანებს კანს, კანქვეშა უჯრედისს, ლორწოვან გარსებს, ლიმფურ კვანძებს, იშვიათად შინაგან ორგანოებსა და ძვლებს. ინფექციის წყაროა ნიადაგი, ზოგიერთი მცენარე. ინფექციის შეჭრის გზაა დაზიანებული კანი, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 8 – 30

Read More