Tag Archives: ენიჭება

შიოგრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიოგრენის სინდრომი – შემაერთებელი ქსოვილის ავტოიმუნური სისტემური დაზიანება. დამახასიათებელია პათოლოგიურ პროცესში შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, უმთავრესად სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების ჩართვა და ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობა. დაავადების წარმოშობაში გარკვეული როლი ენიჭება ვირუსულ ინფექციასა და გენეტიკურ წინასწარგანწყობას. დაავადების გამოვლინებებია: მშრალი კერატოკონკიუნქტივიტი მუდმვი წვის შეგრძნებით, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლის გამოყოფის

Read More

შარკო – მარი – ტუტის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკო  – მარი – ტუტის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება პერიფერიული ნერვული ბოჭკოების დეგენერაციით. ერთ შემთხვევაში დაავადება უკავშირდება მათი მიელინური გარსების წარმოქმნის დარღვევას (დემიელინიზირებადი, ანუ ჰიპერტროფული ვარიანტი), სხვა შემთხვევებში ზიანდება აქსონები (ნეირონული, ანუ აქსონური ვარიანტი). დაავადება  ვლინდება სიცოცხლის პირველ ათწლეულში სიარულის მანერის ცვლილებით, სირბილის ან

Read More