ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მეზენქიმა – 1. (mesenchyma ბერძნ.mesos – შუა, შუამდებარე, enchyma – რაიმე ჩასხმული, ვავსებ) ფაშარად განლაგებული მორჩებიანი, ბადისებურად ერთმანეთთან დაკავშირებული შერეული წარმოშობის უჯრედების – მეზენქიმოციტების (mesenchymocytus – მეზენქიმური უჯრედი) ერთობლიობა, რომლებიც ამოავსებენ ჩანასახის სხეულის პირველად ღრუში შუალედებს ორგანოთა და ქსოვილთა უფრო მკვრივ ნერგებს – ჩანასახოვან ფურცლებს შორის. შიგა