Tag Archives: კერატიტის

სტაფილომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაფილომა – (ბერძ. staphyle – ყურძნის მტევანი) გათხელებული რქოვანას ან სკლერის გამობერვა. რქოვანას სტაფილომა წარმოიქმნება უხეში დესტრუქციული  ცვლილებების ფონზე, რომელიც ვითარდება წყლულოვანი კერატიტის  ან კერატომალაციის შედეგად. გამობერვა შესაძლოა იმდენად გამოვიდეს თვალის ნაპრალიდან, რომ ქუთუთოს დახუჭვა შეუძლებელი გახდეს, რის გამოც მისი ზედაპირი შრება, თანდათანობით ღებულობს კანის სახეს, ხშირად

Read More

როზაცეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულო – პუსტულოზური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით. ეტიოლოგია დადგენილი არ არის. პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში  –  ოვარიალურ დისფუქციას.

Read More