ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარიოლიმფა – (caryolympha ბერძნ.caryon – ბირთვი და lympha – გამჭვირვალე სითხე; სინ.ბირთვის წვენი, ბირთვის პლაზმა, ნუკლეოპლაზმა) უჯრედის ბირთვის თხიერი ჰომოგენური ძირითადი ნივთიერება, რომელიც შემოსაზღვრულია ბირთვის მემბრანით – კარიოლემით. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ბირთვაკების გარდა კარიოლიმფაში ჩანს წვრილმარცვლოვანი და წვრილფიბრილური წარმონაქმნები, რომელთა დიამეტრი 20 Ao – მდეა. ვარაუდობენ, რომ