ქრონიკული ჰეპატიტი – ხშირად ვითარდება როგორც მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შედეგი. მის პროგრესირებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური პროცესების დარღვევებსაც. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, უსიმპტომოდ და გამომჟღანვნდეს მხოლოდ ღვიძლის ციროზის განვითარების შემთხვევაში. (იხ) სიმპტომები. ავადმყოფები, როგორც წესი, უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ღვიძლის არეში, მადის დაქვეითებას, პირში მწარე გემოს, პირის სიმშრალეს, დისპეფსიურ მოვლენებს. გამოკვლევებით დგინდება ღვიძლის, იშვიათად კი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რობოტი – (ინტ.) robot ანტროპომორფული სისტემა, რომელსაც ცვლადი გარემოს პირობებში მიზანმიმართული მოქმედების უნარი გააჩნია. ხელოვნური ინტელექტისა და ზუსტი მექანიკის სიმბიოზი. ინფორმაციას გარემომცველი ობიექტების, მათი თვისებებისა და ურთიერთქმედების შესახებ რობოტი იღებს მრავალფეროვანი გადამწოდებისაგან, ხელოვნური სმენის, ყნოსვისა და მხედველობის გადამწოდების ჩათვლით. ამ მონაცემების საფუძველზე მძლავრიკომპიუტერული „ინტელექტი“ ქმნის გარემოცვის მოდელს