Tag Archives: ნევროზთან

როზაცეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულო – პუსტულოზური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით. ეტიოლოგია დადგენილი არ არის. პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში  –  ოვარიალურ დისფუქციას.

Read More

ნევროტიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნევროტიზმი – (ფსიქოლოგია) მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ემოციური არამდგრადობით, მღელვარებით, დაბალი თავდაჯერებულობით, ვეგეტატიური დარღვევებით. ნევროტიზმი არ უნდა გავაიგივოთ, ნევროზთან, რადგანაც ნევროზული სიმპტომები შესაძლებელია აღენიშნებოდეს ჯანმრთელ ადამიანსაც. ნევროტიზმი, როგორც, წესი, იზომება სპეციალური შკალებით ან პირადი კითხვარებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და

Read More