Tag Archives: პიგმენტირებული

არეოლა

განმარტებითი ლექსიკონი არეოლა – 1.მომრგვალო ფორმის მოყავისფრო  ან ვარდისფერი უბანი,რომელიც ძუძუს დვრილს გარს აკრავს.2.თვალის ფერადი გარსის ნაწილი,რომელიც თვალის გუგას ირგვლივაა განლაგებული.3.კანის მცირე პიგმენტირებული უბანი.

ურბახ – ვიტეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურბახ – ვიტეს დაავადება – (E. Urbach, ამერიკ. დერმატოლოგი; C. Wiethe, ავსტრ. ოტოლარინგოლოგი; სინ.: კანისა და ლორწოვანი გარსების ჰიალინოზი, ლიპოპროტეინოზი) კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადება, რომელიც წარმოიქმნება ლიპიდური და ცილოვანი ცვლის მოშლის შედეგად. დაავადება ვლინდება ჩვილ ასაკში კანის, ასევე პირის ღრუსა და ხორხის ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო ცვლილებებით.

Read More