Tag Archives: ჟილბერ

ჟილბერ – მეილენგრახტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟილბერ – მეილენგრახტის სინდრომი – (N. A. Gilbert, ფრან. ექიმი; Е. Meulengracht,  შვედი ექიმი; სინ.: კონსტიტუციური ბილირუბინემია, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია, იდიოპათიკური ჰიპერბილირუბინემია, ჟილბერის დაავადება)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ბილირუბინის ცვლის მოშლით, ფერმენტ გლუკურონოზილტრანსფერაზის არასაკმარისი აქტივობით, რაც ვლინდება სიყვითლით, სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის შემცველობის უმნიშვნელო მომატებით; გადაეცემა აუტოსომურ – დომინანტური ტიპით.

Read More

ჟილბერ – ბესეს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟილბერ – ბესეს სინდრომი – ოკულო – ბუკო – გენიტალური სინდრომი. ორმხრივი ირიტის შეხამება პირის ღრუს რძიანასთან და სასქესო ორგანოების დაწყლულება (ორივე სქესისათვის). გარდა ამისა აღინიშნება ერითემატოზური ხასიათის კანის ცვლილებები და ხშირად ძლიერი ტკივილი სახსრებში. ეტიოლოგია უცნობია, სავარაუდოა, რომ ვირუსულია. ხშირად იწვევს გართულებებს ნერვული სისტემის მხრიდან  – 

Read More