Tag Archives: სპერმატოზოიდში

პროტამინები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროტამინები – 1. დაბალმოლეკულური ცილები (მოლ. მასა 4000 – 12000), რ – ებიც მოიპოვება თევზის სპერმატოზოიდში. პროტამინები დიდი რაოდენობით შეიცავს ფუძე ამინომჟავებს, განსაკუთრებით არგინინს (70 – 80%), რაც განაპირობებს ამ ცილების საერთო ფუძე თვისებებს. პროტამინები კარგად იხსნება წყალში, მჟავე და ნეიტრალურ არეში, ილექება ტუტეებით, გაცხელებისას არ დენატურირდება.

Read More

ანიმაკულისტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანიმაკულისტები – (ლათ.animal – ცხოველი) მათ მიაჩნდათ, რომ მამრობითი სასქესო უჯრედი – სპერმატოზოიდი შეიცავს წინასწარ წარ­მოქმნილ მინიატურულ ზრდასრულ ორგანიზმს (დელენპლატიუსი, გოტიე და სხვ.). ჩანასახის განვითარება წარმოდგენილი იყო არა როგორც ახლად წარმოქმნა, არამედ უკვე წინასწარწარმოქმნილი ორგანიზმის მარტივი ზრდა სპერმატოზოიდში არსებული უწვრილესი ცოცხალი პროტოტიპებიდან (ანიმაკულებიდან). სინ.ჰომონკულისტები (იხ.პრეფორმიზმი). (ც. გაჩეჩილაძე,

Read More