Tag Archives: უაზრო

ფსიქიკური შოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქიკური შოკი – რეაქტიული ფსიქოზი, რომელიც წარმოიქმნება სიცოცხლისათვის საშიში გარემოებების და სიტუაციების უეცრად წარმოქმნისას, რომელიც იწვევს შიშის მკვეთრი ეფექტის წარმოქმნას. ვლინდება მწვავე ფსიქოგენური სტუპორის  ფორმით, სრული უმოძრაობითა და მუტიზმით, ან ქაოსური, უაზრო მოძრაობითი აგზნებით. ორივე ფორმა მიმდინარეობს გონების დაბინდვით, ვეგეტატიური დარღვევებით (ტაქიკარდია, კანის საფარველის სიფერმკრთალე, პროფუზული ოფლიანობა

Read More

ფერშრობენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფერშრობენი – (გერ. verschroben – უცნაური) პიროვნული  თავისებურება, რომელიც გამოიხატება უცნაური, გარეშე პირებისათვის სრულიად გაუგებარი, უცნაური ქმედებებით, ქცევის მანერებით, ჟესტებით, მიმიკით, მეტყველებაში გამოგონილი, აბსტრაქტული, უაზრო სიტყვებითა და გამოთქმებით. როგორც პიროვნების ცვლილების სახე, წარმოადგენს შიზოფრენიის დამახასიათებელ ნიშანს. აღინიშნება აგრეთვე ფსიქოპათიების ზოგიერთი ფორმების დროს, ზოგჯერ – სრულიად ჯანმრთელ ადმიანებშიც.

Read More