შეკრულობა, ყაბზობა
შეკრულობა, ყაბზობა constipation არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე შეკრულობა, ყაბზობა – დეფეკაციის ხანგრძლივად შეჩერების პოლიეტიოლოგიური სინდრომი. დაავადებებისა და ჯანმრთელობასთ ან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკაცია შეკრულობას (ყაბზობას) დაავადებებს მიაკუთვნებს. ამავე დროს, გასტროენტეროლოგიური ორგანიზაციების – გასტროენტეროლოგების მსოფლიო ორგანიზაციისა და ამერიკის გასტროენტეროლოგიური ასოციაციის მიხედვით, შეკრულობა (ყაბზობა) არის სიმპტომი და არა დაავადება. შეკრულობის სტატისტიკა შეკრულობა (ყაბზობა) სერიოზული სამედიცინო და სოციალური პრობლემაა.