ბადურის პიგმენტური დისტროფია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბადურის პიგმენტური დისტროფია – (თვალის დაავ.) ეტიოლოგია საბოლოოდ ცნობილი არ არის. ხშირად თანდაყოლილია და წარმოადგენს ოჯახურ – მემკვიდრეობით დაავადებას. სიმპტომები. იწყება ახალგაზრდა ასაკში. თავდაპირველად უარესდება ბინდში მხედველობა (‘’ქათმის სიბრმავე’’), დღის მხედველობა შენარჩუნებულია. შემდგომში ვითარდება მხედველობის ველის პროგრესირებადი შევიწროება მილისებური მხედველობის ჩამოყალიბებამდე. ოფთალმოსკოპიურად ვლინდება პიგმენტირებული კერები, მხედველობის ნერვის