მრავალბირთვიანი უჯრედები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მრავალბირთვიანი უჯრედები – (cellulae polynucleares) უჯრედები, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ბირთვს, არიან გაუყოფელ ციტოპლაზმაში. ვინაიდან არ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები მრავალბირთვიანი უჯრედების განსასხვავებლად მათი მსგავსი წარმონაქმნებისაგან, ე.წ.სიმპლასტებისაგან . მიღებულია, მრავალბირთვიან უჯრედებად მივიჩნიოთ ის სტრუქტურები, რომელთა ბირთვების რაოდენობა 10 – ს არ აღემატება, მაშინ, როდესაც სიმპლასტებში ისინი მნიშვნელოვნად მეტი შეიძლება