Tag Archives: ცხიმოვანი

ცხიმოვანი ქსოვილი

ცხიმოვანი ქსოვილი – ცოცხალი ორგანიზმების შემაერთებელი ქსოვილის სახესხვაობა, რომლის შემადგენელი უჯრედები თითქმის მთლიანადაა ამოვსებული ცხიმოვანი წვეთებით; ასრულებს ენერგეტიკული დეპოს ფუნქციას, იცავს ორგანიზმს სითბოს დაკარგვისაგან. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები) – (cellulae adiposae / lipocyti – adipocyti / ) – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის მარაგს. ჩვეულებრივ, ამ უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართები ქმნის ერთ დიდ წვეთს, გარშემოკრულს ციტოპლაზმის ვიწრო ფერსოთი, რომელშიც პერიფერიაზე გადაადგილებული ჩხირისებრი ბირთვია (ერთწვეთიანი ადიპოციტი – adipocytus uniguttularis).

Read More