პოლინოზი ბავშვებში
პოლინოზი ბავშვებში
.
დაავადების შესახებ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვთა ალერგოლოგი ნანა შავლაყაძე გვესაუბრა.
– როგორ მიმდინარეობს და რა სიმპტომები ახასიათებს პოლინოზს?
პოლინოზი ყვავილის მტვერზე ალერგიაა. ამიტომ მას, ძირითადად, მკაცრი სეზონური ხასიათი აქვს. წლის ერთიდაიგივე დროს ახასიათებს ცხვირის გაჭედვა, მრავალჯერადი ცემინება, თვალის სიწითლე და ქავილი, ყელში „უსიამოვნო“ შეგრძნება, ხველება, დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ხანდახან დერმატიტის სიმპტომებიც გამოჩნდება ხოლმე.