Tag Archives: ამინომჟავა

ლეიცინი

ლეიცინი – (ბერძნ. leukos – თეთრი), ამინოიზოკაპრონმჟავა, მონოამინომონოკარბონმჟავათა ჯგუფის ამინომჟავა, უფერო კრისტალებია, tდნ 293 – 295°C, ცუდად იხსნება ცივ წყალში, მოლ. მასა 131,18. ლეიცინი შედის ყველა მცენარეულ და ცხოველურ ცილაში. ერთ – ერთი შეუცვლელი ამინომჟავაა. საკვებ პროდუქტებში ლეიცინის ნაკლებობა აფერხებს ბავშვების ზრდას. მოზრდილ ადამიანს დღე – ღამეში სჭირდება 31 მგ/კგ, ახალშობილს – 425 – მგ/კგ.

Read More

ვალინი

ვალინი – შეუცვლელი ამინომჟავა. შედის ყველა სახის ცილის შემადგენლობაში (განსაკუთრებით ბევრია ალბუმინებში, კაზეინში, შემაერთებელი ქსოვილის ცილებში). წარმოადგენს პანთოთენის მჟავისა (B8) და პენიცილინის ბიოსინთეზის ერთ – ერთ საწყის ნივთიერებას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი