Tag Archives: ატროფიულ

სილიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სილიკოზი – (silicosis; ლათ. silex, silicis კაჟი + osis)ფილტვების დაავადება, რომელიც ვითარდება სილიციუმის ორჟანგის შემცველი მტვრის შესუნთქვით; წარმოადგენს პნევმოკონიოზის ყველაზე გავრცელებულ და მძიმე სახეს და პრაქტიკულად ყოველთვის არის პროფესიონალური დაავადება. განასხვავებენ დაავადების სამ სტადიას (I, II, III) და სამ ფორმას. პნევმოკონიოზით დაავადებულები ყველაზე უფრო ხშირად უჩივიან ქოშინს,

Read More

პრესბიოფრენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პრესბიოფრენია – მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის ფორმა, რომლის დროსაც მკვეთრად ირღვევა მეხსიერება, წარმოიქმნება კონფაბულაციები, აღინიშნება მომატებული მეტყველებითი აქტივობა და ეიფორია. ვითარდება გამოხატული ათეროსკელროზის თანდართვისას მოხუცებულობით ატროფიულ პროცესზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოიკილოდერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოიკილოდერმია – (poikilodermia; ბერძ. Poikilos ჭრელი + derma კანი) კანის დისტროფიული ცვლილებების კომპლექსი, რომელიც ხასიათდება ბადისებრი ჰიპერპიგმენტაციით, კანის ატროფიის გაფანტული უბნების მონაცველობით და ტელეანგიექტაზიებით. პოიკილოდერმია შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი, სიმპტომური და დამოუკიდებელი. სიმპტომური პოიკილოდერმია შეიძლება იყოს სხივური დერმატიტის, პარაფსორიაზის, დერამტომიოზიტის, სკლეროდერმიის, ასევე სოკოვანი მიკოზის გამოვლინება. დამოუკიდებელ

Read More

კიარი – ფრომელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კიარი – ფრომელის სინდრომი – პერსისტირებადი ლაქტაციის სინდრომი, საშვილოსნოს ლაქტაციური ატროფია. უფრო ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ქალებში ფეხმძიმობის და მშობიარობის შემდეგ ლაქტორეისა და ამენორეის სახით ძუძუს წოვების დამთავრებისას. შესაძლოა განვითარდეს ფეხმძიმობისაგან დამოუკიდებლადაც. ხშირად ადგილი აქვს დიენცეფალონის დაზიანების ნიშნებს: სიმსუქნე ან წომაში დაკლება, თავის ტკივილი, თავბრუ, სისუსტე, ძილიანობა ან

Read More

დეგოსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დეგოსის სინდრომი – (R. Degos, ფრანგი დერმატოლოგი, სინ.: დეგოს – დელორ – ტრიკოს სინდრომი) უცნობი ეტიოლოგიის იშვიათი სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება კანისა და კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით. დაავადება აღინიშნება მამაკაცებში. დაავადების საწყისი ნიშანია გამონაყარი ნახევარსფერული ფორმის პაპულების სახით. განსაკუთრებით ხშირად ლოკალიზდება ტანზე, კეფაზე, იშვიათად კიდურებზე. რამდენიმე კვირის

Read More