Tag Archives: ბირთვ

პურკინიეს ბოჭკოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურკინიეს ბოჭკოები – 1. გულის გამტარებელი სისტემის სტრუქტურული ერთეულები. ისინი მდიდარია სარკოპლაზმით, მცირე რაოდენობით მიოფიბრილები და სუსტად განვითარებული სარკოლემა აქვთ. ბირთვები მდებარეობს მათ ცენტრში და არა პერიფერიაზე, როგორც ჩონჩხის მუსკულატურის განივზოლიან ბოჭკოებში. რადგან პურკინიეს ბოჭკოები მიოგენური წარმონაქმნებია, მათ შეუძლიათ გულის კუნთის შეკუმშვის ავტომატიზმის გამპირობებელი იმპულსების გამომუშავება და

Read More

ოლივოპონტოცერებერალური ატროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოლივოპონტოცერებერალური ატროფია – ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა დეგენერაციული დაავადებების ჯგუფი, რომელშიც ჩართულია ნათხემი, ღეროს ბირთვები, ბაზალური განგლიები, ზოგჯერ ზურგის ტვინი. ვლინდება ნათხემოვანი ატაქსიით, დიზართრიით, ტრემორით, პარკინსონიზმით და სხვ. ექსტრაპირამიდული სინდრომებით, პირამიდული სინდრომით, დემენციით, კუნთების ატროფიით, მგრძნობელობის დარღვევით და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს

Read More