Tag Archives: ბოლოვდება

წვეტიანიშრე (ეპიდერმისის უჯრედების)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვეტიანიშრე (ეპიდერმისის უჯრედების) – (stratum spinosum) მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის – პოლიგონური ფორმის ეპითელიოციტების (წვეტიანი ეპიდერმოციტი – epidermocytus spinosus) ერთმანეთთან დაკავშირებული მოკლე ციტოპლაზმური მორჩებით, ტონოფიბრილების შემცველი დესმოსომებით (ტონოფიბრილები დესმოსომებში ბოლოვდება). უჯრედთა 5 – 10 შრეა, ლოკალიზებულია ბაზალურ მემბრანაზე. ამ შრის ეპითელიოციტებს აქვთ გამრავლების უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე.

Read More

ფსევდოუნიპოლარული ნეირონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოუნიპოლარული ნეირონი – (neuronum pseudounipolare  –  neurocytus პსეუდოუნიპოლარის ბერძნ.pseudes  –  ცრუ)   ნეიროციტი, რომელის ნეირიტი და დენდრიტი უჯრედის სხეულიდან ერთადერთი ღეროთი გამოდიან, ხოლო შემდეგ იტოტებიან. ლოკალიზებულია უპირატესად ზურგტვინის კვანძის პერიფერიაზე, დენდრიტები მიემართება პერიფერიაზე, ბოლოვდება რეცეპტორით, ნეირიტი შედის ზურგის ტვინის უკანა ფესვის შემადგენლობაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

სპირალური განგლია / კვანძი /

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპირალური განგლია / კვანძი / – (ganglion spirale ბერძნ. ganglion  –  კვანძი) სპირალური ძვლოვანი ფირფიტის სისქეში ლოკა­ლიზდება, ბიპოლარული ნეიროციტების დენდრიტები ბოლოვდება სენსორულ ეპითელიოციტებზე, ხოლო ნეირიტები ქმნიან სმენის ნერვს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

საკვერცხის ციკლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საკვერცხის ციკლი – (cyclus ovarii სინ.ოვარიული ციკლი ლათ.ovarium  –  საკვერცხე) კვერცხუჯრედისა და ფოლიკულის მომწიფების თანამიმდევრული ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც ბოლოვდება კვერცხუჯრედის გამოსვლით გამსკდარი ფოლიკულიდან და მის ადგილას ყვითელი სხეულის განვითარებით. იგი ქალის ორგანიზმში გრძელდება 21 – 28 დღე და მიმდინარეობს ციკლურად. ოვარიული  –  საკვერცხისეული ციკლი დაკავშირებულია საკვერცხის ჰორმონების 

Read More

რძის სადინარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რძის სადინარი – (ductus lactifer)  –  სარძევე ჯირკვლის გამომტანი სადინარი, რომელიც იწყება ალვეოლიდან და ბოლოვდება სარძევე სი­ნუ­სით. წილაკის ფარგლებში კედელი ამოფენილია ერთშრიანი ეპითელიუმით, ხოლო მისგან გამოსვლის შემდეგ კი  –  მრავალშრიანით.­ (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More