Tag Archives: გამოიმუშავებენ

ბაგირაკოვანი ზონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაგირაკოვანი ზონა – (zona fasciculata ლათ.fascicus – კონა) თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის შუა საკმაოდ განიერი ზონა, რომელიც შედგება ეპითელური ჭიმებისა (ბაგირაკების) და მრავალ­რიცხო­ვანი სინუსოიდური კაპილარებისაგან. ჭიმების უჯრედთა (ქერქოვანი ენდოკრინოციტების endocrinocyti corticales) ციტოპლაზმა დიდი რაოდენობით შეიცავს ლიპიდების წვეთებს. გამოიმუშავებენ გლიკო­კორ­­ტიკოიდებს (კორტიკოსტერონს, ჰიდროკორტიზონს, კორტიზონს). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

ადენოჰიპოფიზი

ადენოჰიპოფიზი – (adenohypophysis ბერძნ.aden, adenis – ჯირკვალი, hypo – ქვევით, physis – წარმოქმნა, ზრდა და hypophysis – ტვინის დანამატი) ეპითელური წარმოშობის ჰიპოფიზის წინა წილი. გამოიმუშავებს ჰორმონებს, მოქმედებს სომატურ ქსოვილთა ზრდაზე და აგრეთვე სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე. წარმოიქმნება პირველადი პირის ღრუს ექტოდერმისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)