Tag Archives: გამომუშავებული

მალუთეინიზირებელი ჰორმონი

მალუთეინიზირებელი ჰორმონი – ჰიპოფიზის წინა წილის მიერ გამომუშავებული გონადოტროპული ჰორმონი. არეგულირებს საკვერცხეების მიერ ქალის სასქესო ჰორმონებისა და სათესლეების მიერ მამაკაცის სასქესო ჰორმონების წარმოქმნას. ქალის ორგანიზმში იწვევს ოვულაციასა და ყვითელი სხეულის წარმოქმნას; ქიმიური ბუნებით წარმოადგენს გლიკოპროტეიდს. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!  

ლიპოტროპული ჰორმონები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიპოტროპული ჰორმონები – (ჰიპოფიზის) ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული ჰორმონთა ჯგუფი, რომლებიც ახდენენ ცხიმების მობილიზებას და ასტიმულირებენ ცხიმების გამოყენებას ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაში. ასეთ მოქმედებას ახდენენ ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი, სომატოტროტროპული ჰორმონი, თირეოტროპული ჰორმონი, მალუთეინიზირებელი ჰორმონი და ზოგიერთი უცნობი სტრუქტურის პეპტიდური ნივთიერებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

Read More