Tag Archives: გამტარობის

ქოლინერგული კრიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლინერგული კრიზი – მიასთენიის დროს ავადმყოფებში კუნთოვანი სისუსტის მკვეთრი მომატება სუნთქვის უკმარისობის განვითარებით, რაც გამოწვეულია ანტიქოლინესთერაზული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღებით, რომელთა ჭარბი რაოდენობა ახდენს ნერვ – კუნთოვანი გადაცემის ბლოკირებას. ვლინდება გუგების შევიწროება, აკომოდაციის პარეზი, ნერწყვისა და ბრონქული ლორწოს ჰიპერსეკრეცია, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის გაძლიერება, ფაღარათი, ღებინება,

Read More

ურეტერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ურეტერიტი – შარდსაწვეთის ანთება. ხშირად წარმოადგენს გართულებას თირკმელების ან შარდის ბუშტის ანთებისა, აღინიშნება აგრეთვე აპენდიკულარული აბსცესის, პროსტატიტის დროს. კლინიკურად ხასიათდება შარდის გამტარობის დარღვევით შარდსაწვეთში (ტკივილების წელის არეში). მკურნალობა – ანტიბაქტერიული თერაპია, რიგ შემთხვევებში – ოპერაციული მკურნალობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპორტული გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპორტული გული – ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ გულის მოცულობისა და მისი მასის გაზრდას სპორტსმენებში. შესაძლო გამოვლინებებია: ბრადიკარდია მოსვენებულ მდგომარეობაში, სისტოლური შუილი, გულის რიტმისა და გამტარობის უსიმპტომო დარღვევა, რომელიც ქრება  გულის შეკუმშვათა  სიხშირის გაზრდისას. გულის ღრუს გაზრდა და მისი კედლების გასქელება დასტურდება  ექოკარდიოგრაფიით. მკურნალობას არ საჭიროებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

პარაბიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარაბიოზი – ქსოვილის აგზნებადობისა და გამტარობის უნარის დაქვეითება (მაგალითად, ნერვულის), რომელიც წარმოიქმნება ძლიერი გაღიზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მოხუცებულობითი გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მოხუცებულობითი გული – სიბერისთვის დამახასიათებელი გულის ცვლილებათა ურთიერთშერწყმა: დიფუზური წვრილკეროვანი კარდიოსკლეროზი, მიოკარდიუმის ატროფულ – დისტროფიული ცვლილებები, გულის კედლის ლიპომატოზი; ვლინდება მიოკარდიუმის გამტარობის დარღვევით და შეკუმშვის უნარის დაქვეითებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა