Tag Archives: გარშემო

ასტროსფერო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასტროსფერო – (astrosphaera ბერძნ.aster – ვარსკვლავი და sphaira – სფერო) ცენტროსფეროს სახესხვაობა, რომელიც შედგება ცენტრიოლების გარშემო ნათელი ციტოპლაზმისაგან, სადაც მიტოზის დროს წარმოიქმნება ფიბრილური ძაფები, რომლებიც ცენტრიო­ლებიდან ყოველ მხარეს სხივისებრ იფანტებიან. ამ ძაფებს სხივთტეხის უნარი აქვთ. მათგან წარმოიქმნება აქრომატული თითისტარას ძაფები. ტერმინი „ასტროსფერო“ შემოიღო სტრასბურგერმა (1893). (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

ამფიბლასტულა

ამფიბლასტულა – (amphiblastula ბერძნ.amphi – გარშემო, blastula – პატარა ღივი, ჩანასახი) აქვს მრავალშრიანი კედელი გასქელებული ვეგეტატიური ნაწილით, რომლის ბლასტოცელი გა­დაადგილებულია ანი­მა­ლური პოლუსისკენ. ასეთი ბლასტულა წარ­მოიქმნება სრული არათა­ნაბარი დაყოფის დროს (ამფიბიები). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .