ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამშობიარო სიმსივნე – მშობიარობის პერიოდში წარმოქმნილი შეშუპება ნაყოფის ყველაზე ქვევით მდებარე ნაწილებში (ჩვეულებრივ თავის მიდამოში). ქრება დაბადებიდან 2 – 3 დღის შემდეგ და არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ მკურნალობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენო – ფაციალური სინდრომი – რენოფაციალური დისპლაზია. თირკმლებისა და სახის მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსი. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ნიშნები: ჰიპერტელორიზმი, ეპიკანტი, ცხვირის ფუძის გაფართოება, მიკროგნატია, ფეხების მიხორცება, ტერფის და ხერხემლის ანომალიები, რუდიმენტული გენიტალია, ჰიპოსპადია, ფილტვების ან მისი ცალკე ნაწილების ჰიპოპლაზია, საყლაპავის, ხორხისა და ანალური ხვრელის ატრეზია, ანტროტროპიზმი,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პფანენშტილის სინდრომი – ახალშობილთა მძიმე, პროგრესირებადი ჰემოლიზური სიყვითლე. ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება. მიზეზია დედის ორგანიზმში ნაყოფის სისხლის რომელიმე ფაქტორისადმი ანტისხეულების წარმოშობა (ჩვეულებრივ რეზუს – ფაქტორისადმი). ნიშნები: დაბადებიდან რამდენიმე საათში ჩნდება სიყვითლე, არაიშვიათად ბავშვი უკვე სიყვითლით იბადება, ანემია – ერითრობლასტოზით, ჰეპატოსპლენომეგალია, ჰემორაგიული დიათეზი, ზოგჯერ ზოგადი შეშუპება, ცერებრული დარღვევები, კრუნჩხვები,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პურპერიუმი – (ლათ. puerperium – მშობიარობა) პერიოდი მომყოლის დაბადებიდან დედის სასქესო სისტემის ორგანოების ცვლილებების უკუგანვითარებამდე, რომლებიც წარმოიქმნა ორსულობისა და მშობიარობის დროს. მისი ხანგრძლივობაა – 6 – 8 კვირა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროფესიული ვარგისიანობა – (ფსიქოლოგია) ადამიანის ფსიქიკური და ფსიქოფიზიოლოგიური თავისებურებების ერთობლიობა, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ პროფესიაში საზოგადოებრივად მიღებული ეფექტურობის მისაღწევად. პროფესიული ვარგისიანობა ადამიანს დაბადებიდან არ დაყვება, ის ფორმირდება სწავლების პროცესში და შემდგომ პროფესიონალურ მოღვაწეობაში; მის წარმოქმნასა და განმტკიცებას ხელს უწყობს მატერიალური და მორალური სტიმულაციის სისტემა, დაკმაყოფილება მიღებული