Tag Archives: დარღვევებთან

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – ზედმეტი რაოდენობის ცხიმის დაგროვება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში. ეტიოლოგია, პათოგენეზი დაავადება დაკავშირებულია ზოგიერთ ინტოქსიკაციასთან (ქრონიკული ალკოჰოლიზმი), მეტაბოლურ დარღვევებთან შაქრიანი დიაბეტის დროს, არარაციონალურ კვებასთან ცილების და ლიპოტროპული უკმარისობის ფონზე, ქრონიკულ ინფექციებთან (ტუბერკულოზი). აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან (მაგალითად კორტიკოსტეროიდები).  სიმპტომები, მიმდინარეობა კლინიკურ მიმდინარეობაში, როგორც წესი, წამყვანია ღვიძლგარეთა დაზიანების სიმპტომები. თუმცა შემდგომში აღინიშნება ღვიძლის ზომების

Read More

ქრონიკული ჰეპატიტი

ქრონიკული ჰეპატიტი – ხშირად ვითარდება როგორც მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შედეგი. მის პროგრესირებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური პროცესების დარღვევებსაც. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, უსიმპტომოდ და გამომჟღანვნდეს  მხოლოდ ღვიძლის ციროზის განვითარების შემთხვევაში. (იხ) სიმპტომები. ავადმყოფები, როგორც წესი, უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ღვიძლის არეში, მადის დაქვეითებას, პირში მწარე გემოს, პირის სიმშრალეს, დისპეფსიურ მოვლენებს. გამოკვლევებით დგინდება ღვიძლის, იშვიათად კი

Read More

ქრონიკული გასტრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული გასტრიტი – კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება, რასაც მივყავართ მის ატროფიამდე. დაავადების განვითარება ხდება კვების რეჟიმის სისტემატური დარღვევებისას, ალკოჰოლის ბოროტად მოხმარებისას, ზოგიერთი სხვა დაავადებისას. სიმპტომები. ჭამის შემდეგ მოკლე დროში სიმძიმის შეგრძნება ფერდქვეშა მიდამოში, გულისრევა, ბოყინი, იშვიათად გულისრევა. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს გამწვავებებით, რომლებიც უფრო ხშირად დაკავშირებულია კვების რეჟიმის

Read More

ფსიქოვეგეტატიური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოვეგეტატიური სინდრომი – კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ფსიქიკური, ხშირად ემოციური, დარღვევების შერწყმით ვეგეტატიური დარღვევებთან ნევროზით დაავადებულ ავადმყოფებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა