Tag Archives: დვრილისებრი

ფრენიკუს – სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფრენიკუს – სიმპტომი – (ლათ. (nervus) phrenicus დიაფრაგმის ნერვი)მტკივნეულობა პალპაციისას მარჯვენა ლავიწქვეშა არეში მკრედ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის ფეხებს შორის; ყველაზე უფრო ხშირად წარმოადგენს დიაფრაგმისქვეშა ან ღვიძლქვეშა, განსაკუთრებით ნაღვლის ბუშტის არეში მიმდინარე ანთებითი პროცესის ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტრუნეჩეკის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრუნეჩეკის სიმპტომი – (К.  Trunecek,  ჩეხი ექიმი)   ლავიწქვეშა არტერიის პულსაციის გაძლიერება მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთის მიმაგრების ადგილზე; აღინიშნება აორტის ათეროსკლეროზის, ლავიწქვეშა არტერიის ანევრიზმის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოტენჟერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოტენჟერის სიმპტომი – (F. М. Pottenger, ამერ. ექიმი) კიბისებრი და მკერდ – ლავიწ – დვრილისებრი კუნთების დაძაბვა და მცირედი მტკივნეულობა პნევმონიის ან პლევრიტის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

მეჭეჭები

მეჭეჭები – (კანისა და ვენ. დაავ) კანის კონტაგიოზური, ვირუსული დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხვდება. სიმპტომები. განასხვავებენ ჩვეულებრივ (მარტივ), ბრტყელ (სიყმაწვილის) და ლანჩისებურ მეჭეჭებს. ჩვეულებრივი მეჭეჭები – ქინძისთავის ან ბარდის მარცვლის ზომის, მკვრივი, არაანთებითი კვანძები, რომელთაც გააჩნიათ არასწორი ზედაპირი დვრილისებრი წანაზარდებით; შესაძლებელია მათი დაჯგუფება უფრო მასიურ ხორკლიან ფოლაქებად. უხშირესად გვხვდება ბავშვებში მტევნების ზურგის ზედაპირებზე, სახეზე, იშვიათად

Read More

მასტოიდიტი მწვავე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მასტოიდიტი მწვავე – დვრილისებრი მორჩის ქსოვილთა მწვავე ანთება; ხშირად წარმოადგენს შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთების გართულებას (მეორადი მასტოიდიტი). პირველადი მასტოიდიტი ვითარდება როგორც დამოუკიდებელი დაავადება გამოწვეული ტრავმის შედეგად ან სეფსისის დროს. წარმოიქმნება სუბპერიოსტალურიი აბსცესი ან ჩირქი აღწევს ქალას ღრუში და იწვევს ქალაშიდა გართულებებს. სიმპტომები, მიმდინარეობა. დვრილისებრი მორჩის გარეთა

Read More