Tag Archives: დისემინირებული

ლეფლერის ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეფლერის ენდოკარდიტი – გულის პათოლოგია, გამოხატული გულის უკმარისობით, შერწყმული ვისცერულ დაზიანებასთან (კანი, კუნთები, თირკმლები, სახსრები, ფილტვები და სხვ.) და ეოზინოფილიასთან. მორფოლოგიურად წარმოადგენს კედლისამყოლ ფიბროპლასტიკურ ენდოკარდიტს თრომბებით, ახასიათებს გენერალიზებული ეოზინოფილური ვასკულიტი და ეოზინოფილური ინფილტრატები შინაგან ორგანოებში. მსგავსია ეოზინოფილური ვასკულიტისა კედლისამყოლი ენდოკარდიტით, დისემინირებული ვისცერული დაზიანებებისა. სინონიმი: მეკერის დაავადება. [“3”]

Read More

კირლეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კირლეს დაავადება – (J. Kyrle, ავსტრიელი დერმატოლოგი) კანის იშვიათი ქრონიკული დაავადება, რომელიც ვლინდება ფოლიკულების ზონაში გარქოვანების დარღვევებით. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. ვითარდება ნებისმიერ ასაკში, უპირატესად ავადდებიან ბიჭები 10 – 12 წლის ასაკში. პირველად ელემენტს წარმოადგენს ფოლიკულური, იშვიათად პარაფოლიკულური რქოვანი კვანძი, მოყვითალო ფერის; ზრდასთან ერთად კვანძები ღებულობს მოყავისფერო

Read More