Tag Archives: ეტიოლოგია

როზაცეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულო – პუსტულოზური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით. ეტიოლოგია დადგენილი არ არის. პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში  –  ოვარიალურ დისფუქციას.

Read More

რეტრობულბური ნევრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტრობულბური ნევრიტი – (თვალის დაავ.) თვალბუდის უკან მხედველობის ნერვის ანთება ან დისტროფიული ცვლილებები. ეტიოლოგია. თვალბუდეზე ანთებითი პროცესები, მრავლობითი სკლეროზი, მეთილის სპირტით, ქინინით, პლაზმოციდით, ტყვიით, ეთილირებული ბენზინით მოწამვლა, ალკოჰოლურ – ნიკოტინური ინტოქსიკაცია. სიმპტომები. მხედველობა ქვეითდება ერთბაშად ან თანდათანობით. მწვავე მოწამვლებისას აღინიშნება სიბრმავე, სინათლეზე გუგების რეაქციების არარსებობა. ხშირად ვითარდება

Read More