Tag Archives: კბილის

ცისტა კბილის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტა კბილის – სინონიმი–კბილის ფესვის ირგვლივი ყბის ცისტა–ღრუ, რომელიც მდებარეობს კბილის ალვეოლის წანაზარდების სისქეში, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ყბის ნაწილებიც, ამოფენილი გარსითა და გავსებული მოყვითალო ან მოყავისფერო სითხით, რომელიც შეიცავს ქოლესტერინის მარცვლებს, ჩირქს (ჩირქოვანი ცისტები), ლორწოს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ყბისახლო ფლეგმონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო ფლეგმონა – ყბა – სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებს შორისი უჯრედისის ჩირქოვანი დიფუზური ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კბილის სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი დაკავშირებულია ქსოვილების ვენური დინებისა და ლიმფური დინების მდგომარეობასთან, რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევასთან და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობასთან. ფლეგმონის განვითარებას ხშირად

Read More

ყბის ცისტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბის ცისტები – ოდონტოგენური წარმოშობის, თხიერი შემცველობის პათოლოგიური ღრუ წარმონაქმნი. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფესვის ცისტა ვითარდება ეპითელური ელემენტებისაგან პერიოდონტში მიმდინარე ანთებითი კერის გამაღიზიანებელი ზემოქმედებით. ფოლიკულური ცისტის წარმოშობას უკავშირებენ კბილის ფოლიკულის ცისტურ გადაგვარებას. ყბების ცისტების კლინიკური მიმდინარეობა საწყის სტადიებზე უსიმპტომოა. განვითარების მიხედვით წარმოიქმნება მრგვალი, უმტკივნეული გამობერილობა. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება

Read More

ღრძილები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღრძილები – – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სქელი ფენა, რომელიც შედგება სისხლძარღვებით მდიდარი ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისაგან. აქვს მოწითალო ფერი და რბილი კონსისტენცია. კბილის ყელიდან დაწყებული ღრძილები ფარავს ყბების ალვეოლურ (კბილბუდეთა) კიდეებს და ვრცელდება კბილთაშუა სივრცეებში. წინ ღრძილები გადადის ტუჩების ლორწოვანაში, უკან ზემო ღრძილი – რბილი სასის ლორწოვააში,

Read More

ქლოროდონტია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქლოროდონტია – (სტომატ.)    chlorodontie (Wegers) ბავშვებში სარძევე კბილების მომწვანო შეფერილობა, პიგმენტი აღინიშნება კბილის ყელის მიდამოში რგოლის სახით. გაფრთხილება!