ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოპოგრაფიული ანატომია – ანატომიის გამოყენებითი დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ორგანოებისა და სისტემების ურთიერთგანლაგების ნორმასა და პათოლოგიას ასაკობრივი, სქესობრივი და კონსტიტუციური თავისებურებების გათვალისწინებით. ტოპოგრაფიული ანატომიის მონაცემების საფუძველზე ტარდება რაციონალური ოპერაციები სხვადასხვა ორგანოებზე. სსრკ – ში ტოპოგრაფიული ანატომია ოპერაციულ ქირურგიასთან ერთად დამოუკიდებელი სამედ. დისციპლინა და სწავლების საგანია. ნორმალური ანატ.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის – ) – ვითარდება მოზრდილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ხშირად 50 – 55 და 5 – 10 წლის ასაკში. 15 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების 70% – ს შეადგენს გლიობლასტომა და ავთვისებიანი ასტროციტომა, იშვიათად დიაგნოსტირდება ეპენდიმომა, გლიომა, ოლიგოდენდროგლიომა, მედულობლასტომა.