Tag Archives: კისერზე

ულრიხის სინდრომი

ულრიხის სინდრომი – (О. Ullrich, გერმ. პედიატრი) განვითარების ანომალია: კისერზე ნაკეცების არსებობა დვრილისებრ მორჩსა და აკრომიონს შორის, რასაც თან ახლავს კიდურების მრავლობითი ცვლილებები (სინდაქტილია, კლინოდაქტილია, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა და სხვ.); მიმდინარეობს ლიმფანგიექტაზიით და მტევნებისა და ტერფების ზურგის ზედაპირების შეშუპებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

სტრანგულაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრანგულაცია – (ლათ. strangulatio – ხუთვა) ციკულატორული ზეწოლა, მაგ. კისერზე თავის ჩამოხრჩობისას მარყუჟის ზეწოლა; სტრანგულაციური ღარი ყველაზე ტიპური ნიშანია თავის ჩამოხრჩობისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სირინგოადენომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სირინგოადენომა – კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე – საოფლე ჯირკვლის გამომტანი სადინრის ადენომა. გვხვდება საკმაოდ იშვიათად. მდებარეობს თავის თმიან ნაწილზე, კისერზე, საზარდულსა და იღლიაში. აქვს ერთეული ან მრავლობითი სიმსივნისმაგვარი მკვრივი მორუხო ან მორუხო – მოყვითალო ფერის წარმონაქმნის სახე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჟაკე – დარიეს სინდრომი ერუპტული ჰიდრადენომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟაკე – დარიეს სინდრომი ერუპტული ჰიდრადენომა – სირინგოცისტოადენომა. საოფლე ჯირკვლის ადენომა. ხშირად  გვხვდება ქალებში  –  კისერზე, გულ – მკერდის წინა ზედაპირზე და მუცლის არეში. კანზე აღინიშნება პატარა ხორკლები, ქინძისთავის ოდენობიდან ცერცვის მარცვლის სიდიდემდე. მრგვალი ან ოვალური, კანის ფერის ან მოყვითალოა, სადა ზედაპირით და რბილი კონსისტენციისაა. სუბიექტურ გამოვლინებებს

Read More

პროფესიონალური ეგზემა

პროფესიონალური ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) ვითარდება სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ (ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური) კანის სენსიბილიზაციის შედეგად. უპირატესად ლოკალიზებულია მტევნების უკანა ზედაპირებზე, წინამხრებზე, სახეზე და კისერზე. ჭეშმარიტი ეგზემისგან განსხვავებით გამოირჩევა ნაკლებად გამოხატული პოლიმორფიზმით, გამწვავებების არარსებობითა და შესაბამისი გამაღიზიანებლის მოცილების შემდეგ, სწრაფი გამოჯანმრთელებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი