Tag Archives: კლინიკა

ანტიკარდიოლიპინის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანტიკარდიოლიპინის სინდრომი – დაკავშირებულია კარდიოლიპინის მიმართ ანტისხეულების წარმოშობასთან. კლინიკა: მორეციდივე თრომბოზი, სპონტანური აბორტები, თრომბოციტოპენია, ნევროლოგიური ხასიათის დარღვევები. ხშირია იმ პირებში, რომლებიც ღებულობენ პერორალურ კონტრაცეპტივებს. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები 5. ორსულობა და მშობიარობა

ანგიოენდოთელიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანგიოენდოთელიომა – (angioendothelioma; ბერძ. Angeion – სისხლძარღვი + ენდოთელიუმი + oma სიმსივნე; სინ.: ჰემანგიოენდოთელიომა, ავთვისებიანი ანგიოენდოთელიომა, ჰემანგიოენდოთელიობლასტომა, ავთვისებიანი ანგიომა) ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება სისხლძარღვების ან ლიმფური ძარღვების ენდოთელიუმიდან; გვხვდება საკმაოდ იშვიათად. მაკროსკოპულად ანგიოენდოთელიომა წარმოადგენს ერთ, ან რამოდენიმე კვანძს (დიამეტრით 10 სმ – მდე), რომელიც მდებარეობს კანში, სხეულისა

Read More