ქრონიკული ჰეპატიტი – ხშირად ვითარდება როგორც მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შედეგი. მის პროგრესირებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური პროცესების დარღვევებსაც. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, უსიმპტომოდ და გამომჟღანვნდეს მხოლოდ ღვიძლის ციროზის განვითარების შემთხვევაში. (იხ) სიმპტომები. ავადმყოფები, როგორც წესი, უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ღვიძლის არეში, მადის დაქვეითებას, პირში მწარე გემოს, პირის სიმშრალეს, დისპეფსიურ მოვლენებს. გამოკვლევებით დგინდება ღვიძლის, იშვიათად კი
ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით და შარდში ცვლილებებით (პროტეინურია, ცილინდრურია), რომლებიც შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. ჩივილები
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრახლო ჯირკვლების სიმსივნეები – გვხვდება საკმაოდ იშვიათად. ჩვეულებრივ წარმოადგენს კეთილთვისებიან ადენომას, ზოგჯერ კარცინომას. ხასიათდება ნელი განვითარებით; მეტასტაზირდება რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ღვიძლში. კლინიკური სურათი წარმოდგენელია ჰიპერეპარათირეოიდიზმის სიმპტომებით, რაც უკავშირდება პარატჰორმონის მომატებული გამოყოფას. ლაბორატორიული გამოკვლევებით ვლინდება ჰიპერკალცინემია, ჰიპოფოსფატემია, შარდთან კალციუმისა და ფოსფორის მომატებული გამოყოფა. ძვლის ქსოვილის რეზორბციის შედეგად
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტონზილურ – კარდიალური სინდრომი – გულის ცვლილება, რომელსაც ზოგჯერ წინ უძღვის ქრონიკული ტონზილიტი, განსაკუთრებით მისი გამწვავების დროს. ამასთან ერთად შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა სუბიექტური გამოვლინებები, იშვიათად გულის სერიოზული ცვლილებები – მიოკარდიუმის დისტროფია და მიოკარდიტი. ავადდებიან უპირატესად ახალგაზრდა ქალები, რომლებთაც აღენიშნებათ ხშირი გამწვავებებით მიმდინარე გამოხატული ტონზილიტი. სიმპტომები. ყველაზე ხშირია
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტილის სინდრომი – იუვენილური (ბავშვთა) რევმატოიდული ართრიტის ვარიანტი, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაზიანებით. სიმპტომები. დაავადება ხასიათდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ცხელებით, რომელიც ემორჩილება სალიცილატებს, მოგვიანებით ვითარდება ართრიტი მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებით. პარალელურად აღინიშნება ღვიძლის, ელენთის გადიდება, ლიმფადენოპათია, ცვლილებები კანზე, ლეიკოციტოზი. იშვიათად გვხვდება სეროზული გარსების დაზიანება (პლევრიტი, პერიკარდიტი). ზოგჯერ ვისცერული