Tag Archives: ლეიკოზი

ჰემატოსარკომები და ლიმფომები

ჰემატოსარკომები და ლიმფომები hematosarcoma and lymphoma

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰემატოსარკომები და ლიმფომები (ლიმფოციტომები) – სისხლმბადი უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნეები, რომლებიც საწყის ეტაპზე არ აზიანებენ ძვლის ტვინს; შესაძლებელია განვიტარდეს ბლასტური უჯრედებიდან (ჰემატოსარკომები) და მომწიფებული ლიმფოციტებიდან (ლიმფომები ანუ ლიმფოციტომები). ზოგჯერ აღნიშნული სიმსივნეები გაერთიანებულნი არიან საერთო ცნებით ,,ჰემატოსარკომები”. ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ლიმფოციტური სიმსივნეები – ლიმფოსარკომები და ლიმფოციტომები. მიელობლასტომიდან, მონობლასტებიდან წარმომდგარი სიმსივნეები გვხვდება საკმაოდ იშვიათად. გვხვდება ასევე არადიფერენცირებული ჰემატოსარკომები. ნებისმიერმა ჰემატოსარკომამ და ლიმფოციტომამ შესაძლოა ტრანსფორმირება განიცადოს შესაბამის ლეიკოზად: ჰემატოსარკომებმა – მწვავე, ლიმფოციტომებმა – ქრონიკულ ლიმფოლეიკოზად.

Read More

პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზები

პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზები hemoblastosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზები – ლიმფური სისტემის სიმსივნეების განსაკუთრებული ჯგუფი, რომლის დროსაც სიმსივნური უჯრედები ასინთეზებენ იმუნოგლობულინებს. ვინაიდან ეს ლეიკოზები, ისევე, როგორც სხვები, წარმოიქმნება ერთი თავდაპირველად შეცვლილი უჯრედიდან, სიმსივნური უჯრედების მთლიან მასას აწარმოებს ერთი რომელიმე იმუნოგლობულინი, რომელიც, ნორმალურ მდგომარეობაშიც კი, ორგანიზმისათვის მთლიანად უსარგებლოა ან საზიანოს კია თავისი უკიდურესი სიჭარბით. როგორც წესი, დანარჩენი იმუნოგლობულინების სინთეზი დაქვეითებულია; თანდათანობით მატულობს ორგანიზმის იმუნოლოგიური უკმარისობა.

Read More