Tag Archives: ლორწოვანი

ანემია ანკილოსტომური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანემია ანკილოსტომური – (anaemia ankylostomatica) ქრონიკული რკინადეფიციტური პოსტჰემორაგიული ანემია, რომელიც ვითარდება ანკილოსტომიდოზების დროს ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებული უბნებიდან მუდმივი სისხლდენების შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი

ანდერსენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანდერსენის სინდრომი – კუჭუკანა ჯირკვლის მემკვიდრეობითი კისტოზური ფიბროზი. მუკოვისციდოზი. პანკრეატობრონქოპულმონური კისტოზური ფიბროზი. მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. პათოგენეზი არ არის დადგენილი. ავადმყოფის პანკრეასული და ბრონქულისეკრეტი, ასევე ნაღველი მომატებული წებოვნებისაა. პროცესში ჩართულია ლორწოვანის, სანერწყვე და საოფლე ჯირკვლები. ნატრიუმის შემადგენლობა ნერწყვსა და ოფლში 2 – 5 – ჯერ მატულობს.

Read More