ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვების თანდაყოლილი ცისტები – ცისტები შეიძლება იყოს ჰაერით ან სითხით ავსებული, ერთეული ან მრავლობითი. ისინი წარმოიქმნებიან ემბრიოგენეზის იმ პერიოდში, როდესაც ფორმირდება ბრონქები და ალვეოლები. ადრეულ სტადიებზე ორგანოგენეზის დარღვევის დროს ვითარდება ერთეული ცისტები, გვიან სტადიებზე – მრავლობითი ცისტები. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია გართულებების არსებობაზე ან არარსებობაზე: ცისტის დაჩირქება, მისი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლდენადობა – მიდრეკილება ხანგრძლივი, ზომიერი ინტენსივობის სისხლდენებისადმი; აღინიშნება სისხლის შედედების მექანიზმის დარღვევებისა და (ან) სისხლძარღვის კედლის განვლადობის მომატებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირონული თეორია – კონტაქტური თეორია, ერთ – ერთი შეხედულება ნერვული ქსოვილის აღნაგობაზე, რომლის თანახმად ნეირონები ერთმანეთს კონტაქტით უკავშირდებიან. ნეირონული თეორიის თანახმად, ნეირონები ყოველთვის ინარჩუნებენ თავიანთ სტრუქტურულ და ფუნქციურ ინდივიდუალობას და აგზნება ერთი ნეირონიდან მეორეს გადაეცემა მათი კონტაქტის ადგილზე (იხ. სინაფსები). ნეირონული თეორიის საპირისპირო შეხედულებით (ფიბრილარული უწყვეტობის თეორია)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგია – მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ორგანიზმების ონტოგენეზური განვითარების კანონზომიერებებს. იგი ჩამოყალიბდა უკანასკნელ ათწლეულში ექსპერიმენტული ემბრიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის, გენეტიკის, ციტოლოგიის მიღწევათა საფუძველზე. ინდივიდუალური განვითარების ბიოლოგიის ამოცანაა განვითარებად ინდივიდში მიმდინარე მაკრო და მიკრომორფოლოგიური, ფიზიოლოგიურ – ბიოქიმიური, მოლეკულური და გენეტიკური პროცესების გამოკვლევა, ცხოველთა, მცენარეული ორგანიზმებისა და, აგრეთვე, ერთუჯრედიან
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვაკუოლი – (vacuola ლათ.vacuus – ცარიელი) უჯრედის ციტოპლაზმაში სფერული ღრუ, რომელიც შემოსაზღვრულია ციტოპლაზმური მემბრანით და ამოვსებულია ჰომოგენური თხიერი შიგთავსით (უჯრედის სითხით). ვაკუოლების ზომა და მათი შიგთავსის ქიმიური შედგენილობა შეიძლება სულ სხვადასხვანაირი იყოს. წარმოქმნის მექანიზმის მიხედვით ვაკუოლები ან ციტოპლაზმური მემბრანის ნაოჭებია ციტოპლაზმის სიღრმეში (პინოციტოზური ბუშტუკები), ან გოლჯის კომპლექსის