Tag Archives: მიკროსკოპია

ინტერფერენციული მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინტერფერენციული მიკროსკოპია – (ლათ. interferentio – ზედდება, დაშრევება) ციტოლოგიური ანალიზის მეთოდი, რომელიც ხორციელდება ინტერფერენციული მიკროსკოპის მეშვეობით. ასეთი ტიპის მიკროსკოპებში ობიექტზე დაცემული სინათლის კონები ორმაგ­დება, ამასთან, ერთი კონა გადის ობიექტში, მეორე კი – განზე. სინათლის კონების შემდგომი შეერთების დროს მათი ინტერფერენციის შედეგად წარმოიქმნება უჯრედის გამოსახულება, რომელიც რამდენადმე განსხ­ვავდება

Read More

ანოპტრული მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანოპტრული მიკროსკოპია – უჯრედების გამოკვლევის მეთოდი ანოპტრული მიკროსკოპის მეშვეობით, რომელიც ფაზურკონტრას­ტული მიკროსკოპის (იხ.მიკროსკოპია ფაზურკონტრასტული) სახე­სხვაო­ბაა. ანოპტრალურ მიკროსკოპში ფაზური კონტრასტი მიიღწევა ბნელი არის ფონზე (იხ.ულტრამიკროსკოპია). ფაზურკონტრასტული და ბნელი არის ეფექტების შერწყმა შესაძლებელს ხდის ცოცხალი შეუღებავი უჯრედების შესწავლას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More